12 სექტემბერი 2024,   22:13
ვრცლად
მოზარდი, რომელსაც მდინარეში რამდენიმე საათს ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - ტრაგიკული შემთხვევა გორში მოხდა

გორში, მდინარე მტკვარში, მოზარდი, რომელსაც მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ტრაგიკული შემთხვევის შესახებ "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მარტის სამსახურში დაუდასტურეს.

გარდაცვლილი მოზარდი გოგონაა. 

სამძებრო სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

დღის ამბები