13 სექტემბერი 2024,   13:41
ვრცლად
თუშეთში მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - დაშავდა სამი ადამიანი

თუშეთში, სოფელ დართლოს მიმდებარედ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან “ჯიპის” ტიპის ავტომობილი გადავარდა, შედეგად ავტომობილში მყოფმა სამმა პირმა მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.

ისინი შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა მანქანიდან უკვე ამოიყვანეს და თელავში გადაჰყავთ. დაშავებულებს პირველადი დახმარება ჩაუტარდათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები