15 აგვისტო 2026,   16:20
ვრცლად
"ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაუშვა, ისრაელმა კი ლიბანის ტერიტორიაზე წინმსწრები დარტყმები განახორციელა

ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაუშვა. რაკეტების სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 11 სამხედრო ბაზა იყო. ტერორისტული დაჯგუფების განცხადებით, ეს თავდასხმის პირველი ფაზაა, რომელიც 30 ივლისს დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობის გამო შურისძიებას ისახავს მიზნად.

ისრაელის მხარის განცხადებით, ლიბანის ტერიტორიაზე წინმსწრები დარტყმები იმ ობიექტებზე განახორციელეს, საიდანაც ისრაელის წინააღმდეგ დარტყმები იგეგმებოდა. ისრაელში, მომდევნო 48 საათით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საკითხთან დაკავშირებით ისრაელის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს.

თეთრ სახლში აცხადებენ, ამერიკის პრეზიდენტი ისრაელსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და ამერიკელი მაღალჩინოსნები ისრაელელ კოლეგებთან უწყვეტ კომუნიკაციას აწარმოებენ. ""პენტაგონის"" განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, აშშ ისრაელს მხარს დაუჭერს.

დღის ამბები