13 სექტემბერი 2024,   22:00
ვრცლად
ყინულის გამოქვაბულის ჩამონგრევის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება - შემთხვევა ისლანდიაში მოხდა

სამხრეთ ისლანდიაში, მყინვარის დათვალიერებისას, ყინულის გამოქვაბულის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე ერთი ტურისტი დაიღუპა, ორი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას theguardian-ი ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაახლოებით 25 უცხოელი ტურისტი Breidamerkurjökull-ის მყინვარზე ყინულის გამოქვაბულებს იკვლევდა, როდესაც ოთხი ადამიანი ყინულის ნანგრევების ქვეშ მოჰყვა.

მათი ცნობით, ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი მიყენებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ორი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დღის ამბები