13 სექტემბერი 2024,   21:56
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკური ზრდა, დასაქმებულთა რიცხვის მატებაზე აისახა - რა მონაცემებს აქვეყნებს საქსტატი

"საქსტატი" ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც უმუშევართა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, 3%-ით არის შემცირებული. გაზრდილია, როგორც დაქირავებულ დასაქმებულთა რიცხვი, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობაც.

ახალ სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდაზე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო ამ მიმართულებით, ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

შრომით ბაზარზე არსებულ დადებით ტენდენციებზე აკეთებენ აქცენტს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. იქ ამბობენ, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას - სწორედ უმუშევრობის შემცირება წარმოადგენს.

დასაქმების ახალ მონაცემებს, ექსპერტები ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას უკავშირებენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პოზიტიური დინამიკა, მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება.

დასაქმების გაზრდილი მონაცემების ფონზე, ეკონომიკური მაჩვენებლების განახლებულ მონაცემებს ”საქსტატი”, თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.

დღის ამბები