13 სექტემბერი 2024,   22:05
ვრცლად
ხანძარი ბრაზილიაში - სტიქია სან პაულუს შტატში სამი დღეა მძვინვარებს და მის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველებთან ერთად სამხედროები ცდილობენ

სტიქიის წინააღმდეგ ომი - ასე აფასებს ბრაზილიის მთავრობა მასშტაბურ ტყის ხანძარს, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და უკვე 30 ქალაქი დააზარალა. სტიქია სან პაულუს შტატში სამი დღეა მძვინვარებს და მის ჩაქრობას მეხანძრე მაშველებთან ერთად სამხედროები ცდილობენ, პროცესში ჩართულია ავიაციაც.

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული შტატის 45 მუნიციპალიტეტში, რადგან ძლიერი ქარი ქმნის საშიშროებას რომ ცეცხლი უფრო დიდ ტერიტორიაზე გავრცელდეს. შეფერხებულია მოძრაობა, რამდენიმე საავტომობილო გზაზე კი ხელისუფლებამ ცუდი ხილვადობის გამო, გადაადგილება აკრძალა. დახურულია სასწავლებლები, გაუქმდა ბრაზილიის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩის ქალაქ რიბეირაო პრეტოშიც. სტიქიის ზონაში გაუქმებულია ავიარეისების დიდი ნაწილი.

ხანძრის შედეგად ყველაზე დიდი ზარალი ფერმერებს მიადგათ, დაკარგეს წლიური მოსავალი და პირუტყვი. სან პაულოს გუბერნატორის განცხადებით, ფერმერების დასახმარებლად მილიონ 800 ათასი გამოიყოფა. გლობალურ საფრთხეზე საუბრობენ გარემოს დამცველები და განცხადებებში კლიმატის ცვლილებებზე აკეთებენ აქცენტს.

მსოფლიოში გლობალური დათბობის საკითხი ძალიან მწვავედ დგას, თუმცა ბრაზილიაში ხანძრის გამომწვევი მხოლოდ ძლიერი გვალვა არ ყოფილა, დაკავებულია ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი ორი პირი.

 

დღის ამბები