19 სექტემბერი 2024,   03:00
ვრცლად
GWP წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით, სამგორის რაიონში წყალარინების ქსელს აახლებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სამგორის რაიონში, მამისაშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელს აახლებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში  იცვლება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალარინების მაგისტრალური ქსელი, ახალ ქსელზე 22 წყალარინების ჭა დამონტაჟდება. პროექტში კომპანია  900 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს. 

დღის ამბები