19 სექტემბერი 2024,   02:40
ვრცლად
"უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრაციის ვადა რამდენიმე საათში იწურება

რამდენიმე საათში "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრაციის ვადა იწურება. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, რომელთაც შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი, უცხოეთიდან აქვთ მიღებული, იუსტიციის სახლის ფილიალებს დღის ბოლომდე უნდა მიმართონ.

კანონის მიხედვით, რეგისტრაციის დროს, უნდა აისახოს ინფორმაცია წინა წელს მიღებული თანხის და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური წყაროს, ოდენობისა და მიზნების შესახებ. თუ ორგანიზაცია რეგისტრაციას თავს აარიდებს, ან დეკლარაციას არ შეავსებს, ის 25 000 ლარით დაჯარიმდება. არასამთავრობოების ნაწილი რეგისტრაციას არ აპირებს.

დღის ამბები