რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. დღეს კონცერტები გორსა და გარდაბანში გაიმართება. მხარდამჭერ ღონისძიებას კი გუშინ დმანისმა უმასპინძლა. სცენა ჯგუფმა "გორდელამ", ქუჩის მუსიკოსებმა და მანანა თოდაძემ დაიკავეს. მმართველ გუნდს მუსიკოსები ღია მხარდაჭერას უცხადებენ და შესაბამისი მოწოდებებითაც გამოდიან.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა წალკაშიც. მსმენელის წინაშე ცნობილი შემსრულებლები წარდგნენ, მათ შორის სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, მირზა მოდებაძე და ბენდი. მათ აქცენტი მშვიდობაზე გააკეთეს და "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერა გამოუცხადეს.