19 სექტემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ყალბმა აჟიოტაჟმა, რომელიც მოჰყვა ჩვენი ლიდერების განცხადებებს, კიდევ ერთხელ აჩვენა ვინ არის ქვეყანაში ომის პარტია - არჩილ თალაკვაძე

ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში, "ქართული ოცნების" რეგიონულ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები, უკვე მესამე დღეა პოლიტიკური შეფასებების მიზეზია.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს, ამისთვის კი შერიგება აუცილებელია.

"ყალბმა აჟიოტაჟმა, რომელიც მოჰყვა ჩვენი ლიდერების განცხადებებს, კიდევ ერთხელ აჩვენა ვინ არის ქვეყანაში ომის პარტია და ვის სურს, რომ ქვეყანა შეიყვანოს ქაოსში, შეიყვანოს დესტრუქციაში. გავერთიანდეთ და განვითარებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში ვიცხოვროთ ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად. ეს არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა და არავითარი სხვა ინტერპრეტაცია ამ განცხადებებს არ შეიძლება რომ ჰქონდეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გორში, "ქართული ოცნების" რეგიონულ შეხვედრაზე განაცხადა: - "არჩევნების დასრულებისთანავე აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

დღის ამბები