19 სექტემბერი 2024,   02:51
ვრცლად
სინამდვილეში, მგონია, რომ ამას სხვა დატვირთვა აქვს - ვახტანგ მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში, "ქართული ოცნების" რეგიონულ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები, უკვე მესამე დღეა პოლიტიკური შეფასებების მიზეზია.

"არჩევნების დასრულებისთანავე აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ", 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები" - "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ამ ფრაზამ ოპოზიციის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ამ განცხადების უკან კონკრეტული მიზნები დგას. პარტია "გირჩის " წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" გზავნილებში პრობლემის რეალურად მოგვარების გზებს ვერ ხედავს.

"სინამდვილეში, მგონია, რომ ამას სხვა დატვირთვა აქვს. არა ის, მართლა როგორ უნდა აღვადგინოთ ჩვენს კონფლიქტურ ტერიტორიებზე მცხოვრებლებთან ურთიერთობა და ტერიტორიული მთლიანობა, არამედ ახლა როგორ გავაღიზიანოთ ადამიანები, რომ ჩვენ მკაცრად დავსჯით "ნაციონალურ მოძრაობას". მე ეს კონტექსტი დავინახე და არა ის, რომ სამშვიდობო პროცესის დაანონსება იქნა დაწყებული",- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

დღის ამბები