19 სექტემბერი 2024,   02:48
ვრცლად
ჩვენი მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა, კოალიციის მოსვლა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება - ლანა გალდავა

პოლიტიკური შეფასების მთავარი თემა კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაცემული დაპირებაა. სხვა ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ საქართველოსთვის 14 მილიონი გაყინულია და ის მხოლოდ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

"ლელოს" წევრის ლანა გალდავას განცხადებით, მათი პარტიის მთავარი მზიანი ევროკავშირთან და მის ბაზართან დაახლოებაა, რათა ქვეყანას საფონდო ფინანსებზე წვდომა ჰქონდეს.

"საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ ძლიერი ქვეყნის ბიუჯეტები იყოს საქართველოს მხარდასაჭერად. ჩვენი მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა, კოალიციის მოსვლა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება, ევროკავშირის ბაზართან და დახმარებებთან წვდომა," - განაცხადა ლანა გალდავამ.

დღის ამბები