19 სექტემბერი 2024,   02:57
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი არა ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდაზე, არამედ შეცდომის აღიარებაზე დაფუძნებულ შერიგებაზე გააკეთა - დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე ოპოზიციის ინტერპრეტაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “ბიძინა ივანიშვილისკენ თითის გაშვერის ნაცვლად გამოვიდეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ახსნან, რატომ დაუჭირეს მხარის ტალიავინის დასკვნას სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო”.

ექსპერტის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” ხედავს რომ შერიგების კონკრეტული გეგმა არსებობს, რომლის განხორციელებაც, პოლიტიკური ორბიტიდან მათ გაქრობას გამოიწვევს, შესაბამისად ისინი ყველა ხერხს მიმართავენ, რათა საქართველოს გაერთიანებას ხელი შეუშალონ.

“ნაციონალურ მოძრაობას ისტორიის დამახინჯების უფლებას ვერ მივცემთ, ისინი ცდილობენ საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალონ, რეალურად ნაციონალურმა მოძრაობა საკუთარი გადაწყვეტილებით, სამხედრო გზით დაებრუნებინათ ცხინვალი, კიდევ უფრო გააღრმავა კონფლიქტი და ჩვენს ძმებს/დებს დაგვაშორა.

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა რუსებისთვის ბოდიშის მოხდაზე, ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი არა ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდაზე, არამედ შეცდომის აღიარებაზე დაფუძნებულ შერიგებაზე გააკეთა, შეცდომის აღიარება ძლიერების ხვედრია, რისი გაგებაც ყველას არ შეუძლია.

რაც შეეხება შეცდომებს და ბიძინა ივანიშვილის გუშინ გაჟღერებულ პოზიციას, აგვისტოს ომის კონტექსტში ერთადერთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლით ხელმძღვანელობაც შეგვიძლია ე.წ. ტალიავინის დასკვნა არის, სამწუხაროდ დღეს მსოფლიო ტალავინის დასკვნით ხელმძღვანელობს და არა ნაციონალური მოძრაობის აღქმებით, რომელიც დღემდე ატყუებს ქართველ ხალხს, დიახ ნაციონალურ მოძრაობას ქართველი ხალხი დღემდე განუვითარებელი ბრბო გონია, რომელსაც ინფორმაციის მოძიების და ანალიზის უნარი არ აქვს, ბიძინა ივანიშვილისკენ თითის გაშვერის ნაცვლად გამოვიდეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ახსნან, რატომ დაუჭირეს მხარის ტალიავინის დასკვნას სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. აღნიშნული ჩანაწერი, ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ჩანაწერი არსებობს.
ტალიავინის დასკვნაზე ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერა დღემდე, საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია, ისინი ცდილობენ საკუთარი დანაშაული სხვას აკიდონ, დღეს ნაციონალური მოძრაობა ხედავს რომ შერიგების კონკრეტული გეგმა არსებობს, რომლის განხორციელებაც, პოლიტიკური ორბიტიდან მათ გაქრობას გამოიწვევს, შესაბამისად ისინი ყველა ხერხს მიმართავენ, რათა საქართველოს გაერთიანებას ხელი შეუშალონ.”- წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

დღის ამბები