19 სექტემბერი 2024,   02:47
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს

"ქართული ოცნების" ლიდერებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეკვეთილში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს. მას მმართველი გუნდის ახალი საპარლამენტო სიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საუბარი შეეხო უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით და ასევე, სამომავლო გეგმებს.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

პარლამენტის თავმჯდომარის, მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალგაზრდებს დაეხმარებიან მაქსიმალურად, რათა კარგი განათლების მიღების საშუალება ჰქონდეთ.

"განვიხილეთ ის, რაც გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტი დრო დავუთმეთ ახალ პროექტებს, იდეებს და იმ მიზნებს, რომლებიც ახალგაზრდებს აქვთ. არის ძალიან დიდი მოტივაცია, რომ ამ თაობასთან ერთად გავაკეთოთ საქმე შემდგომშიც. გავაკეთებთ ყველაფერს მათთვის, რათა დავეხმაროთ კარგი განათლების მიღებაში, პროფესიული კარიერის განვითარებაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები