19 სექტემბერი 2024,   02:40
ვრცლად
"უსაფრთხოდ და კარგად ვარ" - დონალდ ტრამპის პირველი კომენტარი გოლფკლუბში მომხდარი ინციდენტის შემდეგ

უსაფრთხოდ ვარ და თავს კარგად ვგრძნობ – ეს არის პირველი კომენტარი, რომელიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გოლფკლუბში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გააკეთა.

"ჩემს სიახლოვეს იყო სროლები, მაგრამ ვიდრე ჭორები უკონტროლოდ გავრცელდება, მინდა, გითხრათ: უსაფრთხოდ და კარგად ვარ! მე არასოდეს დავნებდები! დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!" - წერს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ.

მედიის ცნობით, ტრამპის გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

დღის ამბები