19 სექტემბერი 2024,   02:58
ვრცლად
წყალდიდობის გამო, პოლონეთში, ჩეხეთში, რუმინეთსა და ავსტრიაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

ევროპაში კვლავ წყალდიდობა. პოლონეთში, ჩეხეთში, რუმინეთსა და ავსტრიაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. არის მსხვერპლიც. გადაუღებელი წვიმებისა და ადიდებული მდინარეების გამო რამდენიმე ქალაქი თითქმის მთლიანად დატბორილია.

მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წყალდიდობამ პოლონეთში ჩეხეთის საზღვართან მდებარე ისტორიულ ქალაქში ხიდი ჩამოინგრა.

სტიქიის გამო, ზოგიერთი ადგილიდან ხალხის გაყვანა გართულდა. პროცესში ჩართული იყო ავიაცია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერიტორიის ნაწილი სტიქიის ზონად გამოაცხადა.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, ნალექი ევროპის აღმოსავლეთით კიდევ ორი დღე შენარჩუნდება.

დღის ამბები