16 სექტემბერი 2024,   10:54
ვრცლად
დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო ამერიკული დონორი ორგანიზაცია "ამერიკული საბჭოს" ხელმძღვანელმა ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა

"ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით მათიკაშვილის ინფორმაციით, ვიდეო მიუნხენის აეროპორტში, რომელიც მასსა და მის ოჯახზე თავდასხმას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ასახავს, ამერიკული დონორი ორგანიზაცია "ამერიკული საბჭოს" დირექტორმა, ტიმოთი ბლაუ-ველთმა გადაიღო და მანვე გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ოპოზიციის აქტივისტი, ნინო შველიძე, რომელმაც მათიკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ორგანიზაცია "ამერიკული საბჭოს“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის მეუღლეა. ბლაუ-ველთი ასევე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორიც. ის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების მიმართულებით საქმიანობს.

დღის ამბები