ალავერდის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე აღსამართი ჯვრების ჩამოსხმის პროცესი დასრულებულია. ჯვრების დამზადების პროცესს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგით მიმდინარეობდა, წინ უძღოდა საპროექტო სამუშაოები. ჯვრების ჩამოსხმა მიმდინარეობდა არქიტექტორ-რესტავრატორების ზედამხედველობით.
პარალელურად, დასრულდა კარიბჭე-სამრეკლოზე ანტისეისმური სარტყლის მონტაჟი და ჯვრის დასამაგრებლად შესაბამისი კონსტრუქციის მოწყობა.
საპროექტო სამუშაოები გრძელდება წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზეც.
შეგახსენებთ, რომ ალავერდის ტაძრის გუმბათის საფარი 25 ივნისს მომხდარმა სტიქიამ დააზიანა.