06 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ანკლავის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლაზე ისრაელის იერიშს, სულ მცირე 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან გაერო-ს თანამშრომლები და ბავშვებიც

ახლო აღმოსავლეთში ომი 342 დღეა მიმდინარეობს - გრძელდება ისრაელის ძალების სამხედრო ოპერაციები ღაზის სექტორში, პალესტინელი ოფიციალური პირების ცნობით, გასულ დღეს ისრაელის იერიშს ანკლავის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლაზე სულ მცირე 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან გაერო-ს თანამშრომლები და ბავშვებიც, არის ათობით დაშავებული.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათი სამიზნე "ჰამასის" ტერორისტები იყვნენ, რომლებიც შენობას ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის იყენებდნენ და აღნიშნეს, რომ მიღებული იყო ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის მინიმუმამდე დაყვანისთვის.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ გაერო-ს თანამშრომლებისა და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების მკვლელობაზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა და ის რაც ღაზაში ხდება სრულიად მიუღებელია.

თელ-ავივში ანტისამთავრობო აქცია გრძელდება, დემონსტრანტები მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტას მოთხოვნით გამოდიან, აქცია ისრაელის თავდაცვის ძალების ოფისთან მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში აქცია უკვე 11 დღეა მიმდინარეობს, მონაწილეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც გასულ კვირას ღაზაში 6 ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს.




დღის ამბები