18 სექტემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ხვალ, ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ლას-ვეგასში საჩემპიონო ბრძოლას გამართავს

საქართველო UFC-ის მეორე ჩემპიონის მოლოდინშია - ხვალ ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ლას ვეგასში საჩემპიონო ბრძოლას გამართავს. მისი მეტოქე შონ ომალია.

ბრძოლის წინ დვალიშვილმა წონა წარმატებით ჩააბარა. 33 წლის ქართველი მებრძოლი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

29 წლის ამერიკელმა შონ ომალიმ კი სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა.

დღის ამბები