18 სექტემბერი 2024,   14:58
ვრცლად
ფოთში მარინისტული ფესტივალი მიმდინარეობს

ფოთში მარინისტული ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში, ნიკო ნიკოლაძის კოშკში მოწყობილია ფოთელი ხელოვანების აფრიანი და თანამედროვე გემების ხელნაკეთი მოდელების - "იალქანი“ და თურქეთში მოღვაწე ხელოვანის აიჰან იშიქის ნამუშევრების გამოფენა. გაიმართა ნიჩბოსნების საჩვენებელი გაცურვა მდინარე რიონზე და პერფორმანსი ,,ფიროსმანის მეთევზე ფოთში".

ფოთის ქუჩებში მოეწყო მინი საფეხმავლო ექსკურსი ევროპელი არქიტექტორის, ედმუნდ ფრიკის მიერ დაპროექტებული კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად. 17:30 საათიდან მალთაყვის სანაპიროზე დაგეგმილია სახელოვნებო, შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი საფესტივალო აქტივობები-მასტერკლასები, გამოფენები, ინტერაქტიული სასწავლო აქტივობები, პერფორმანსები, ვიქტორინები, შეჯიბრებები.

19:00 საათზე ჩატარდება კონცერტი - ქეთი ფარესაშვილის და ბენდის მონაწილეობით. 20:30 – 21:00 გაიმართება ბრეიქ-დანსისა და სპორტული ცეკვების სახალისო გაკვეთილები ქვიშაზე; ხოლო 21:30 საათიდან სახალხო დისკუსია ქვიშის პანელზე ,,მოზღვავებული სიტყვა".

ზღვისპირა კოცონთან, ინტერაქტიული დიალოგი კულტურასა და ხელოვნებაზე და გასართობი პროგრამა. მარინისტული ფესტივალი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture, ოთხწლიანი პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - განსაკუთრებით კი დედაქალაქის სტატუსის არმქონე დასახლებებში - კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს უჭერს მხარს. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie).

დეტალური ინფორმაცია და ღონისძიების სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე:

დღის ამბები