ბიძინა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ულოცავს.
"ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს, საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ.
მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია. მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად.
სწორედ დიდი მოთმინებით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით შეიძლება სასურველი მიზნის მიღწევა.
მერაბ დვალიშვილის სახით, ჩვენს სამშობლოს, ამ პატარა საქართველოს, უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს. მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის", - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც "ქართული ოცნება" ავრცელებს.
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ლას ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში, საჩემპიონო ბრძოლა გამართა და მეტოქე - შონ ომალი დაამარცხა. შედეგად, საქართველოს, ილია თოფურიას შემდეგ, UFC-ის კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს.