19 სექტემბერი 2024,   02:39
ვრცლად
მავნებლურია ის, რასაც ბატონი როთი აკეთებს, პირველ რიგში კი ეს არის ქართველი ხალხისა და ჩვენი ეკლესიის შეურაცხყოფა - მარიამ ლაშხი

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებებს, მმართველი გუნდი მავნებლურს უწოდებს.

"ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ მსგავსი დამოკიდებულება დამაზიანებელია პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ როთის ქმედბები ქართველი ხალხისთვის და ეკლესიისთვის შეურაცხმყოფელია.

"მავნებლურია ის, რასაც ბატონი როთი აკეთებს, პირველ რიგში კი ეს არის ქართველი ხალხისა და ჩვენი ეკლესიის შეურაცხყოფა. როდესაც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ასეთი ტიპის ვიზიტებით ჩამოდის, ერთადერთ მიზანს ემსახურებოდეს - მისი წინა განცხადებების გამო ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სხვა შემთხვევაში ამ ვიზიტის მიზანი მხოლოდ არეულობის მოწყობის წინაპირობაა,"- აცხადებს მარიამ ლაშხი.

დღის ამბები