19 სექტემბერი 2024,   03:00
ვრცლად
დასუფთავების მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

დასუფთავების მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, შპს"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს "თბილსერვის ჯგუფის"მდირექტორმა დავით ფაჩულიამ და ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.

დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის ძირითადი მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიას ყოველწლიურად საქართველო და თბილისი უერთდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვითი აქტივობა.

დღის ამბები