19 სექტემბერი 2024,   03:46
ვრცლად
რა რისკები შეიძლება ახლდეს დაქირავებულ ბინაში პირადი ნივთების შეტანას - იურისტის რჩევები

თუ დამქირავებელს ნაქირავებ ბინაში შეაქვს გარკვეული ნივთები - ავეჯი, ტექნიკა, აქ დგება ერთი რისკი და ამ რისკის თავიდან აცილება ძალიან მარტივია - ბინის ქირაობისას, მნიშვნელოვან საკითხებზე "რუსთავი 2-ის" ეთერში სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია საუბრობს.

სამართლის ასოცირებული პროფესორის განმარტებით, გამქირავებელს, საკუთრებაში არსებული ბინის იპოთეკით დატვირთვა, გაქირავებაში ხელს არ უშლის. თუმცა, დამქირავებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთ-ერთი დეტალი, რათა ბინაში მის მიერ შეტანილ პირად ნივთებს რაიმე სახის რისკი არ შეექმნას.

"თუ კი დამქირავებელს ბინაში, რომელშიც ქირაობს შეაქვს გარკვეული ნივთები, მაგალითად ტელევიზორს ამატებს, ტექნიკას, ან ყავის მანქანას, ავეჯს და ა.შ. აქ დგება ერთი რისკი და ამ რისკის თავიდან აცილება ძალიან მარტივია, თავად რისკი კი დიდი და სახიფათო.

მოგეხსენებათ, ბინის მესაკუთრის ძალიან ბევრი ნაწილი იპოთეკით ტვირთავს ამ ბინას, მაგრამ იპოთეკით დატვირთვა ხელს არ უშლის გაქირავებას, მაგრამ თუ კი მესაკუთრემ სესხი ვერ გაისტუმრა ან დააგვიანა სესხის გასტუმრება, ბანკის, მიკროსაფინანსო თუ კერძო სესხი - ამას არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც აღსრულება ხდება, აღსრულების მიზნებისთვის ჩვენ კანონში გვაქვს ასეთი ჩანაწერი, არსებობს პრეზუმცია, რომ მოძრავი ნივთები როგორიც არის ავეჯი, ტექნიკა და ა.შ. ეკუთვნის მას, ვის საკუთრებაშიც არის განლაგებული.

თქვენს შეტანილ ნივთებს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე თუ კი დაიწყო აღსრულება. ნივთები, რომლებიც დამქირავებელმა შეიტანა დაქირავებულ ბინაში, კანონით ითვლება ბინის მესაკუთრის საკუთრებად, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.

ამისთვის არსებობს მარტივი პრეზუმფცია, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გავაკეთოთ - ქირავნობის ხელშეკრულების დადებამდე ან მერე, არავინ გვიშლის ხელს თუ არ გვაქვს საბეჭდი მოწყობილობა, უბრალოდ ფურცელზე უნდა ჩამოვწეროთ ყველა ის ნივთი, რომელიც ჩვენს მიერ შეტანილია ბინაში, დავაწეროთ თარიღი, მოვაწერინოთ ხელი დამქირავებელსა და გამქირავებელსაც. ფორმა უნდა იყოს შეთანხმებითი, "ვთანხმდებით, რომ ნივთები, რომელსაც ჩვენ ქვემოთ ჩამოვთვლით, ეკუთვნის დამქირავებელს, მისი საკუთრებაა, ორივე მხარემ მოაწეროს ხელი, თარიღი დავაწეროთ. ძალიან მარტივია, არ სჭირდება ამას არც რეგისტრაცია, არც ნოტარიუსი, არც არაფერი, მაგრამ ჩვენ ამით დავიზღვევთ თავს თუ მოხდა ამ ნივთებზე ყადაღის დადება, და ეს არაერთხელ გვინახავს, ძალიან გავრცელებული შემთხვევაა. დიახ, ექნება წერილს იურიდიული ძალა, მტკიცებულებად გამოგვადგება და აღმასრულებელს წარვუდგენთ, რომ აგერ ბატონო ეს ნივთები არის დამქირავებელს," - აცხადებს თამარ კერძაია.

დღის ამბები