19 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
პარტიების ქცევის კოდექსზე ხელის არმოწერა არის აღიარება, რომ ოპოზიცია ემზადება რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის-შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე ხელის არმოწერა არის აღიარება, რომ ოპოზიცია ემზადება რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას არ უნდა, ელემენტარულ სტანდარტზე აიღოს პასუხისმგებლობა.

"რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის და არჩევნების არაღიარებისთვის. ეს არის ის ტრადიცია, რომელიც მათ უკვე 2012 წლიდან აქვთ. არც 2012 წლის არჩევნები აღიარეს, არც 2016-ის, არც 2020 წლის არჩევნები. სამივე არჩევნებზე დასჭირდათ დრო და წნეხი იმისთვის, რომ ეღიარებინათ შედეგები. რა თქმა უნდა, აქაც იმავე ლოგიკას მიჰყვებიან და აპირებენ, არ აღიარონ ეს არჩევნები, უკვე აქედანვე ამზადებენ საბაბს. არ უნდათ, ელემენტარულ სტანდარტზე აიღონ პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, ამას ყურადღებას მიაქცევენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. ეს არის პირდაპირ იმის აღიარება, რომ ოპოზიცია ემზადება რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და ასევე, არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცესკო-ს ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი მოაწერა ექვსმა პარტიამ.

დღის ამბები