19 სექტემბერი 2024,   04:06
ვრცლად
ჩვენ მას არ შევხვდებით სანამ ბოდიშს არ მოუხდის ჩვენს ეკლესიას, ქართველ ხალხს და ჩვენს საზოგადოებას - ირაკლი ზარქუა მიხაელ როთზე

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი მმართველ გუნდთან შესახვედრად არ არის ჩამოსული, ის ოპოზიციასთან შესახვედრად ჩამოვიდა.

მისი განმარტებით, სანამ როთი ქართველ საზოგადოებს და ეკლესიას ბოდიშს არ მოუხდის, მანამდე მმართველი გუნდი მასთნ შეხვედრას არ აპირებს.

"ის ჩვენთან არ არის ჩამოსული. მისი ღირებულებებით და ადათ-წესებით, ალბათ გვარამიასთან არის ჩამოსული. ჩამოსულია მელიასთან და ჩახდილებთან. ჩვენ მას არ შევხვდებით სანამ ბოდიშს არ მოუხდის ჩვენს ეკლესიას, ქართველ ხალხს და ჩვენს საზოგადოებას. რა საერთოდ გვაქვს ბოდიშამდე მასთან? - არანაირი. ეტყობა ამათი მოწვევით ჩამოვიდა, რადგან საერთო ღირებულებები აქვთ ამათ. ეს არის ლგბტ პროპაგანდა, მარაზმი რასაც ისინი ავრცელებენ, მხარს უჭერენ და აფინანსებენ. ჩვენთან, ქართველ ხალხთან, ტრადიციებთან როთისნაირ კაცებს, პოლიტიკოსებს საერთო არაფერი აქვთ, არც ჰქონდათ და არც მომავალში ექნებათ. იაროს ამათ ოფისებში და ერთად გაერთობიან," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები