19 სექტემბერი 2024,   03:52
ვრცლად
პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი - დოკუმენტს არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი მხოლოდ ექვსმა მოაწერა

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. დოკუმენტის გაფორმება გუნდებს საარჩევნო ადმინისტრაციამ შესთავაზა. ხელმომწერებს შორის არიან "ქართული ოცნება", "შეცვალე საქართველო", "ევროპელი დემოკრატები", "სამართლიანობისთვის", "მესამე გზა" და "ჩვენი გაერთიანებული საქართველო".

ოპოზიციის უმრავლესობა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შეთავაზებას არ დათანხმდა, რაც სახელისუფლებო პარტიისთვის აჩვენებს იმას, რომ ოპონენტები წინასაარჩევნო პერიოდში მინიმალური სტანდარტების დაცვაზეც არ იღებენ პასუხისმგებლობას.

განმარტება გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, რომელიც ამბობს, რომ კოდექსი ეფუძნება კარგ ევროპულ პრაქტიკას, რაც ამომრჩეველთა უფლებების პატივისცემას ეფუძნება.

"ეს არის ამომრჩეველთა უფლებების პატივისცემა, სადაც ჩამოთვლილი იყო, რომ მაგალითად, საკუთარი საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს, სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. რაც მთავარია, იყო ერთი მნიშვნელოვანი მუხლი, მონიტორინგი ამ ქცევის კოდექსი, სადაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისკენ იყო მოწოდება, რომ გაკონტროლებულიყო ერთგვარად მონიტორინგი ეთიკის ქცევის კოდექსის შესრულებისა. ჩვენ კარგა ხნით ადრე შევთავაზეთ პოლიტიკურ სუბიექტებს დოკუმენტის ტექსტი. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოეგზავნათ თავიანთი წინადადებები. სამწუხაროდ, 27 რეგისტრირებული სუბიექტიდან, მხოლოდ ექვსმა მოაწერა ხელი აღნიშნულ კოდექს, რაც ერთის მხრივ, სამწუხაროა, ხოლო მეორეს მხრივ, გაუგებარი," - აცხადებს გიორგი შარაბიძე.

 

 

 

 

 

დღის ამბები