19 სექტემბერი 2024,   04:04
ვრცლად
მიხაელ როთს ჩვენ არ ვხვდებით ერთი მიზეზის გამო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ქართულ ეკლესიას და ჩვენს ხელისუფლებას - ნიკოლოზ სამხარაძე

მიხაელ როთს ჩვენ არ ვხვდებით ერთი მიზეზის გამო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ქართულ ეკლესიას და ჩვენს ხელისუფლებას, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, სანამ ის ბოდიშს არ მოიხდის საკუთარი განცხადებების და ქმედებების გამო, მმართველი გუნდი მას არ შეხვდება.

"მე მქონდა საუბარი წინა დელეგაციასთან, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, რაც არ უნდა მეგობრული და პარტნიორული ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ, უმაღლესი თანამდებობის პირი - პრემიერი არ ხვდება და იგივე არის ჩვენს შემთხვევაშიც. როდესაც ჩვენ ჩავდივართ, არ ვითხოვთ კანცლერთან შეხვედრას. მიხაელ როთს ჩვენ არ ვხვდებით ერთი მიზეზის გამო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ქართულ ეკლესიას და ჩვენს ხელისუფლებას. შესაბამისად, სანამ ის ბოდიშს არ მოიხდის ამ განცხადებების გამო, მას ჩვენ არ შევხვდებით. ამასთან, ის წავიდა ოპოზიციის მიტინგზე და მხარი დაუჭირა ოპოზიციის მისწრაფებებს, რაც პირდაპირ შიდა საქმეებში ჩარევაა. ძალიან მაინტერესებს, ოპოზიციური პარტიები რომ დაუსხდებიან შეხვედრაზე, აპირებენ თუ არა მას სთხოვონ ბოდიშის მოხდა იმ განცხადებებზე, რაც მან გააკეთა,"- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები