19 სექტემბერი 2024,   04:08
ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "იარაღის შესახებ" კანონპროექტზე იმსჯელა 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „იარაღის შესახებ“  კანონპროექტზე იმსჯელა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის  ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მიმნიჭებელი და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამცემი შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი იქნებიან, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მონაცემები მოიპოვონ ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით.

აგრეთვე, შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილნი იქნებიან  ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმონ   ლიცენზიის მფლობელისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის  კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

დღის ამბები