19 სექტემბერი 2024,   03:58
ვრცლად
რეალურად, რუსეთთან გვაქვს საქმე, რუსეთთან მიმდინარეობს ომი, რუსეთია ამ ქვეყნის უპირველესი მტერი - ლევან ბეჟაშვილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი ევროპული მომავალი, ევროპული კეთილდღეობა, რასაც საზოგადოებას ვპირდებით - ევროკავშირში შესვლა იქნება ავტომატური გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ამის შესახებ მან განცხადება "დღის კურიერის" ეთერში გააკეთა.

"ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან შესარიგებელი არაფერი არ გვაქვს და დროთა განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ოსების და განსაკუთრებით აფხაზები ბოლო პერიოდში, ხვდებიან რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის რეალურ მიზნებს და ამოცანებს, მოძმე ერები დააპირისპიროს, გათიშოს და შემდგომ მართოს. რეალურად, რუსეთთან გვაქვს საქმე, რუსეთთან მიმდინარეობს ომი, რუსეთია ამ ქვეყნის უპირველესი მტერი. ამიტომ, როდესაც რუსულ ნარატივს აგზავნის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, იმიტომ რომ რეალურად, თუ ჩვენ მოვლენები სწორად არ შევაფასეთ, თუ მტერს მტერი არ დავუძახეთ და მოყვარეს მოყვარე, ბუნებრივია, ვერანაირი ომის შედეგად არსებული ვითარება ვერ გამოსწორდება და ტერიტორიული მთლიანობაც ვერ აღდგება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი ევროპული მომავალი, ევროპული კეთილდღეობა, რასაც საზოგადოებას ვპირდებით - ევროკავშირში შესვლა იქნება ავტომატური გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება. მათ შორის, ჩვენი ოსი და აფხაზი ძმებისთვის იქნება ნათელი პერსპექტივა, თუ საით უნდა იარონ მათ საქართველოსთან ერთად, სადაც თითოეული მოქალაქის ინტერესები დაცული იქნება," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

 

დღის ამბები