19 სექტემბერი 2024,   04:19
ვრცლად
იაპონიაში ხანდაზმულთა პატივისცემის დღე აღინიშნება - ვინაა მსოფლიოს უხუცესი ადამიანი

იაპონიაში, სადაც დღეს ხანდაზმულთა პატივისცემის დღე აღინიშნება, მსოფლიოს უხუცეს ადამიანს - ტომიკო იტოოკას მიაგეს პატივი. მას გინესის მსოფლიო რეკორდის სერტიფიკატი დღეს ოფიციალურად გადასცეს.

ქალი მსოფლიოს უხუცეს ადამიანად მას შემდეგ აღიარეს, რაც 117 წლის ესპანელი ქალი - მარია ბრანიას მორერა გარდაიცვალა.

იტოოკა ახლა 116 წლისაა. ის 1908 წლის 23 მაისს დაიბადა. 

დღის ამბები