21 სექტემბერი 2024,   04:10
ვრცლად
მექსიკის ცაზე დაფიქსირებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ფოტო-ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ​

მექსიკაში, ქალაქ გვადალახარას ცაზე, დღისით ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს, რომელიც ჰაერში ერთ ადგილზე იყო გაჩერებული. მფრინავი ობიექტის ნახვა ასობით ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შეძლო. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ადგილობრივებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის დაფიქსირება ტელეფონის ვიდეო კამერით შეძლეს და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. გამომდინარე იქიდან, რომ მფრინავი ობიექტი დღისით შენიშნეს, ადგილობრივებმა სხვადასხვა რაკურსიდან საკმაოდ მკაფიო კადრების გადაღება შეძლეს.

ზოგიერთი მათგანი სოციალურ ქსელში ამტკიცებდა, რომ 2 ამოუცნობი ობიექტი ნახეს, ერთი ჰაერში გაუნძრევლად იყო გაჩერებული, ხოლო მეორემ ძალიან სწრაფად გაიფრინა.

 

დღის ამბები