12 ოქტომბერი 2024,   00:06
ვრცლად
ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა, გულწრფელად მინდა ვთქვა - გიორგი გახარია

გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის ერთობა არ შედგა, წერტილი ამჯერად ორივე ლიდერმა დასვა. მოლაპარაკებების მესამე დღეს გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძეს სამი პირობა წაუყენა, რომელიც მამუკა ხაზარაძის შეფასებით შეუსრულებელი მისიაა.

მაგალითად გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ "ლელოს" პირობა იყო - თავად გახარია სიაში არ ყოფილიყო.

"გულწრფელად გეტყვით, ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, მაგალითად, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა, გულწრფელად მინდა ვთქვა - ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი. ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე, პარტიაზე და პარტიულ ნომერზე, რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და საბოლოოდ და სრულად ააცილა ეს მოლაპარაკებები მიზანს.

რას არ დათანხმდა ხაზარაძე?

- ნეიტრალურ პლატფორმას. მან თქვა, რომ ბევრი მილიონი აქვს ჩადებული "ლელოში" და ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა არის შეუძლებელი. 

- გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ სამართლიან პრინციპს. ითქვა, რომ იქ კოლაიცია და ბევრი სუბიექტები არიან და ამ სუბიექტებთან ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი.

- კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს, არამხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" არამედ "ნაციონალურ მოძრაობასთანაც" - აცხადებს გიორგი გახარია. 

დღის ამბები