12 ოქტომბერი 2024,   01:44
ვრცლად
მკვლელობა რუსეთის უმდიდრესი ქალის კუთვნილ კომპანიაში - მიზეზი, ცოლ-ქმარს შორის ქონების გაყოფაზე დაწყებული დაპირისპირებაა

რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალის ქმარი, ვლადისლავ ბაკალჩუკი რუსეთის უმსხვილესი ინტერნეტ მარკეტის ოფისში გამართული სროლის შემდეგ დააკავეს, მას მკვლელობა ედება ბრალად. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ინტერნეტ მაღაზია Wildberries-ის ოფისში გამართული სროლის შედეგად 2 პირი დაიღუპა. სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის გაყოფასთან დაკავშირებით გამართული დიალოგი დაპირისპირებაში გადაიზარდა. სროლის შედეგად კიდევ 7 პირი დაიჭრა, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლები.

ვლადისლავი და მისი მეუღლე ტატიანა ბაკალჩუკი, რომლებმაც განქორწინების შესახებ ივლისში გამოაცხადეს, საჯარო დაპირისპირებაში არიან მას შემდეგ, რაც Wildberries-მა სარეკლამო ფირმა Russ Group-თან შერწყმის შესახებ გამოაცხადა.

ტატიანა ბაკალჩუკმა Wildberries-ი, 2004 წელს დააარსა და ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიიდან რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პლატფორმად აქცია, სადაც ყველა სახის პროდუქტი იყიდება.

დღის ამბები