22 სექტემბერი 2024,   13:38
ვრცლად
რუსთავში წლის მთავარი დღესასწაული, რუსთავქალაქობა გალა კონცერტით დასრულდა

რუსთავში წლის მთავარი დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა. რუსთავქალაქობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვეს. საზეიმო განწყობა კი ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა.

"ახალი ქალაქი დიდი ისტორიით" - ეს იყო წელს ტრადიციული დღესასწაულის მთავარი სლოგანი. სახალხო დღესასწაულმა სტუმრებს თავი სამ სხვადასხვა ადგილას მოუყარა. რუსთავის ცენტრალური პარკში, იპოდრომსა და კოსტავას გამზირზე მისულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართულიყვნენ. სპეციალური სივრცეები მოეწყო პატარებისთვისაც.

დღის ამბები