23 სექტემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"ქართული ოცნების" გუნდის წევრები მთაწმინდის რაიონში მოსახლეობას შეხვდნენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნების" გუნდის წევრები მთაწმინდის რაიონში მოსახლეობას შეხვდნენ.

"ქართული ოცნების" მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე და საარჩევნო სიის მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კიკეთის, კოჯორისა და ტაბახმელის ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.

მმართველი გუნდის წევრებმა მოქალაქეებთან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მოისმინეს, მოქალაქეების საჭიროებების შესახებ და ერთად დასახეს მათი მოგვარების გზები.

დღის ამბები