23 სექტემბერი 2024,   14:24
ვრცლად
რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ახალი ავტობუსები იმოძრავებს

რუსთავი თბილისის მარშრუტზე ახალი ავტობუსები იმოძრავებს - მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ, 20 მილიონი ლარით 70 ავტობუსი შეიძინა, მათგან 20 ქალაქს უკვე ხვალიდან მოემსახურება.

მგზავრებს, ძველი რუსთავიდან თბილისის სპორტის სასახლემდე გადაიყვანენ. რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსები, დედაქალაქში ბასლეინზე იმოძრავებენ.

"რუსთავის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც სატრანსპორტო სისტემას უკავშირდებოდა, დღეს დაძლეულია. ჩვენ რეფორმის ფარგლებში სრულად განვაახლეთ რუსთავის შიდა სატრანსპორტო სისტემა, ახლა კი პრეზენტაცია გვქონდა იმ ავტობუსების, რომელიც ხვალიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით იმოძრავებს," - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

დღის ამბები