23 სექტემბერი 2024,   14:24
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს ამ წუთებში ისევ ხვდება

"კურიერის" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს ამ წუთებში ისევ ხვდება. სალომე ზურაბიშვილი იყო მათი გაერთიანების ინიციატორი, რაც გასულ კვირას უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ერთმანეთს ახალი პირობები წაუყენეს. დღევანდელი შეხვედრის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის გაურკვეველია ეხება თუ არა დღეს ორბელიანების სასახლეში დანიშნული პრეზიდენტის ბრიფინგი გახარია-ხაზარაძის გაერთიანების საკითხს.

დღის ამბები