23 სექტემბერი 2024,   00:17
ვრცლად
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება - მომღერლები ამჯერად მესტიასა და ამბროლაურში ჩავიდნენ

რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. ცნობილი მომღერლები ამჯერად მესტიასა და ამბროლაურში ჩავიდნენ.

მომღერლებმა, სცენიდან არაერთხელ გაავრცელებს მმართველი გუნდის მხარდამჭერი განცხადებები და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ისინი აქცენტს მშვიდობაზე აკეთებენ.

მომღერალმა ზურაბ ხაჩიძემ აქცენტი არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის. ჩვენ ვაკეთებთ სწორ არჩევანს ვირჩევთ მშვიდობა, კეთილდღეობას და წინსვლას. რაც მთავარია, ვირჩევთ ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებას", - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

დღის ამბები