23 სექტემბერი 2024,   11:24
ვრცლად
უკრაინაში, ცნობილი ბლოგერი დაიღუპა, რომელიც TikTok-ზე სხვისი დახმარების ვიდეოებით გახდა ცნობილი

უკრაინაში, ცნობილი ბლოგერი იური ვოროჟკო დაიღუპა, რომელიც TikTok-ზე სხვისი დახმარების ვიდეოებით გახდა ცნობილი.

ვოროჟკო 32 წლის იყო. ის სპორტული კომპლექსის აუზში გარდაიცვალა.

მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ცოტა ხანში ის მესამე შვილის მამა უნდა გამხდარიყო.

32 წლის ვოროჟკოს გარდაცვალება პოლიციამ და მისმა ოჯახის წევრებმა უკვე დაადასტურეს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის განმარტებით, ზუსტ მიზეზს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

დღის ამბები