16 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
"თავად აღზევებული მდაბიო ბულინგის, შხამის ნთხევისა და ეგომანიაკური ფსიქოზის განსახიერებაა" - ენმ-ს ყოფილი წევრი მაია ორჯონიკიძე თამარ ჩერგოლეიშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი მაია ორჯონიკიძე, თამარ ჩერგოლეიშვილზე სოციალურ ქსელში წერს და მას "უბადრუკს" უწოდებს. მისი განცხადებით, ჩერგოლეიშვილი "შხამის ნთხევისა და ეგომანიაკური ფსიქოზის" განსახიერებაა.

"წარმოიდგინეთ, რა უბადრუკი უნდა იყო, რომ იმაზე გაასხა-აფხაზეთის თემა ჩემია და რას ჰქვია ვინმე სხვა ლაპარაკობდესო. არადა ამ ბიჭის მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა. არაფერი მიკვირს ქოცებისგან, მაგრამ აი ამ ქალს, რომ ვიღაც მაინც "უპაძერჟკებს"- ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია. თავად აღზევებული მდაბიო (მიშა შენ რა გითხარი!) ბულინგის, შხამის ნთხევისა და ეგომანიაკური ფსიქოზის განსახიერებაა", - წერს მაია ორჯონიკიძე.

დღის ამბები