22 სექტემბერი 2024,   17:21
ვრცლად
დებატების მეორე რაუნდი ძალიან გვიანია - დონალდ ტრამპი

"დებატების მეორე რაუნდი ძალიან გვიანია", - დონალდ ტრამპმა, დემოკრატ მეტოქესთან წინასაარჩევნო დაპირისპირების შესახებ, მხარდამჭერებთან ისაუბრა.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ 2024 წელს მან უკვე ორჯერ მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო დებატებში. ტრამპი დარწმუნებულია, რომ დემოკრატებს დებატების მეორე რაუნდის გამართვა იმის გამო სურთ, რომ "სერიოზულ მარცხს გრძნობენ".

"კამალა და მისი გუნდი ხედავენ, რომ მათი კამპანია არცთუ ისე კარგად მიდის და ცოტა ხნის წინ მათ განაცხადეს, რომ სურთ კიდევ ერთი დებატების გამართვა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უკვე ძალიან გვიანაა კიდევ ერთი დებატისთვის. კენჭისყრა უკვე დაწყებულია. მას ჰქონდა შანსი, გაემართა დებატები „ფოქს ნიუსზე“, ეს არხი გვიწვევდა ჩვენ, მაგრამ მან უარი თქვა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები