23 სექტემბერი 2024,   15:26
ვრცლად
"ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტში, პიპილეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების: ონჭევის, ჟაშქვასა და სორგითის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ერთობლივად განიხილეს მათი დროულად და ეფექტურად მოგვარების გზები. ასევე დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა თუ რამდენად აუცილებელია ამომრჩევლის ჩართულობა საარჩევნო პროცესში.

დღის ამბები