23 სექტემბერი 2024,   14:33
ვრცლად
იტალიაში, სახლის ჩამონგრევის შედეგად 4 პირი დაიღუპა, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვია

იტალიაში, სავიანოში, სახლის ჩამონგრევის შედეგად 4 პირი დაიღუპა, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვია. ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა.

მეხანძრე-მაშველების განცხადებით, გარდაცვლილები პატარა და-ძმა, მათი დედა და ბებია არიან. მეხანძრეების განმარტებით, ბავშვების მამა და კიდევ ერთი ახალშობილი ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხლები ამოიყვანეს.

მედიის ცნობით, ბავშვების მამა ნეაპოლის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ახალშობილის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები