23 სექტემბერი 2024,   16:17
ვრცლად
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდის რაიონში, კიკეთის, კოჯრისა და ტაბახმელას მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატის თქმით, მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - დავით კირკიტაძე.

დღის ამბები