23 სექტემბერი 2024,   17:31
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვეულებრივად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, დარბიან ბრიუსელში, რომ ქვეყანა დააზიანონ - კახა კალაძე

ვინ ითხოვდა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას? "მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, მთავარი კითხვა სწორედ ეს არის.

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მესამე სექტორის ძირითად ნაწილს პოლიტიკური მიზნები აქვს.

თბილისის მერი, კახა კალაძე, ანგარიშში ასახულ მოთხოვნას მავნებლობას უწოდებს.

"არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვეულებრივად, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. დარბიან ბრიუსელში, რომ ქვეყანა დააზიანონ, როგორმე ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია დააზიანონ და ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს.

არ გახსოვთ პოლიტიკოსები, რომ დარბოდნენ, რათა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ მომხდარიყო, კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერდეს და ა.შ. მავნებლები არიან", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს. ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი "ქართული ოცნების" მთავრობის ქმედებების შედეგების საჩვენებლად, აუცილებელია.

დღის ამბები