23 სექტემბერი 2024,   17:06
ვრცლად
ირანში სახელმწიფო მოხელეებს საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება აეკრძალათ - Reuters

ირანში სახელმწიფო მოხელეებს საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება აეკრძალათ. ინფორმაციას "როიტერსი", კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ახალი გადაწყვეტილებით აკრძალვა ყველა ელექტრონულ საკომუნიკაციო მოწყობილობაზე ვრცელდება.

სტრუქტურის აღნიშნული გადაწყვეტილება ლიბანში "პეიჯერების" და რაციების აფეთქებების სერიებს მოჰყვა. ირანის უშიშროების სამსახური ახლა ყველა მოხელის პირად ელექტრონულ მოწყობილობას ამოწმებს.

დღის ამბები