23 სექტემბერი 2024,   17:07
ვრცლად
კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა და ის კონკრეტული განცხადებები, რაც კეთდება - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა მიუღებელია. კალაძის შეფასებითვე, სანქციებთან დაკავშირებით საქართველოში ზოგიერთ პოლიტიკოსს აქვს წამოცდენები. ამასთან, კალაძის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად აღნიშნული პროცესები უფრო გახშირდება.

"არჩევნებს ატარებენ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები. ეს არის რეალობა, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა და ის კონკრეტული განცხადებები, რაც კეთდება. საქართველოში ზოგიერთ პოლიტიკოსს აქვს წამოცდენები, იმავე სანქციებთან დაკავშირებით. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს პროცესები, განცხადებები, კიდევ უფრო გამძაფრდება. პირდაპირ დალაგებული აქვთ ყველაფერი - სად, როდის, ვინ უნდა გამოვიდეს, რა უნდა თქვას, რათა მაქსიმალურად დაეხმარონ ოპოზიციას, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ, მოახერხონ და მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები