23 სექტემბერი 2024,   17:28
ვრცლად
სანქციებთან დაკავშირებით საუბრები და არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ამ თემით მანიპულირება, როგორც ჩანს ხელოვნურად ხდება - გიორგი კახიანი

"ქართული ოცნება" სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მუქარის პოლიტიკაზე საუბრობს. საუბარია ვაშინგტონის ბოლო დროინდელ გზავნილებზე. 6 სენატორის მიერ შემუშავებულ ინიციატივას სახელწოდებით "ქართველი ხალხის აქტი" - საბოლოო შესწორებისთვის 25 სექტემბერს განიხილავენ.
ამის შემდეგ კანონპროექტს სენატში უკვე კენჭს უყრიან.

"სანქციებთან დაკავშირებით საუბრები და არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ამ თემით მანიპულირება, როგორც ჩანს ხელოვნურად ხდება.

ეს ემსახურება ერთადერთ რამეს - ეს არის რეალურად არჩევნების წინ ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე ზეწოლა, ასევე ეს არის გარკვეულწილად მოსახლეობის დაშანტაჟება რაღაც კონკრეტული გზავნილებით. დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არანაირი რესურსი არ აქვს და არანაირი მხარდაჭერა არ აქვს საზოგადოებაში და რაღაცნაირად ცდილობენ თავიანთი დღის წესრიგი შექმნან,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.

ორ პარტიული წინადადება დააინიცირეს მაისში, საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის დამტკიცების პასუხად. ინიციატივა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს. სენატში განხილვას წინ უძღვის ამერიკის ხმის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის მიხედვით, შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სანქციები შეიმუშავა.

 

დღის ამბები